21:16 | 2020-09-29 ავტორი: რუსა ღვანიძე

სულ ჰქონდათ ინსტიქტი, რომ ვინმესთვის საჭირო გამხდარიყვნენ – ვინ იყო ორი ბებო ფილმში “მექელეხე” 

სულ ჰქონდათ ინსტიქტი, რომ ვინმესთვის საჭირო გამხდარიყვნენ – ვინ იყო ორი ბებო ფილმში “მექელეხე” 

„ეს ფილმი, მხოლოდ იმ მოტივაციით გადავიღე, რომ მოდის ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ხანი, როდესაც მას უფრო ნაკლები ქმედების უნარი შესწევს, მაგრამ, მაინც რჩება დაუოკებელი ჟინი – კვლავ საჭირო იყოს ვინმესთვის.

 

ასეთი ხალხი, ბევრია ჩვენ რეალობაში. მაგალითად, მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც ფილმის დიდი ნაწილი გადავიღეთ“ – ამბობს თორნიკე ბზიავა.

 

Нет описания.

 

რეჟისორ თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე“, 2016 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო “პრომეთე” გადაცეს.

 

საფრანგეთში, კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი.

 

ახალგაზრდა რეჟისორი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „ფილმები – „მექელეხე“,„აპრილის სუსხი“ და „ბუდე“ გარკვეულ ტრილოგიად შეიკრა.

 

პირველი ფილმისა და მეორეს გმირები, ერთმანეთს, მესამე ფილმ “მექელეხეში“ ხვდებიან:

 

ფილმში მთავარ როლებს მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი და ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილი ასრულებენ. სიუჟეტი, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებ მოხუც კაცზე მოგვითხრობს, რომელიც ადგილობრივ გაზეთებში, უცნობი ხალხის ნეკროლოგებს კითხულობს, რის შემდეგაც პანაშვიდებზე საჭმელად და ადამიანებთან საურთიერთოდ დადის.

 

ერთ-ერთ დაკრძალვაზე მორიგი სტუმრობის დროს, მას მოულოდნელი სიურპრიზი ელის…

 

ორი უსაყვარლესი ხანდაზმული ქალბატონი, რომლებიც ფილმში ცეკვავენ და მღერიან…

 

2020-09-28"იანა ვერავის შევადარე. სრულიად ახალი გმირი დაიბადა" - ია სუხიტაშვილი გმირზე, რომელმაც პრიზი მოუტანა

 

ეს ქალბატონები, მუხუცებულთა სახლის ბენეფიციარები – მარიკა სიხარულიძე და ციური კაკაბაძე არიან. ორივე ქალბატონი, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა, რაც ძალიან განვიცადე.

 

როგორ აღმოაჩინეთ?

 

მახსოვს, რომ პირველად „რუსთავი 2“-მა გააკეთა სიუჟეტი. ამის მერე დავუკავშირდი მათ და ფილმში გადაღება შევთავაზე. ჩემი ფილმის გმირები არიან.

 

 

გაიხსენეთ როგორები იყვნენ…

 

ძალიან საყვარლები იყვნენ, გადაღებაზეც მალევე დავითანხმე. მანამდე, ხშირად დავდიოდი ამ თავშესაფარში და ვპატრონობდი. ოთხი ბებია მზრდიდა და ამ ქალბატონების მიმართ, განსაკუთრებული სიყვარული მქონდა.

 

Нет описания.

 

არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მარიკას და ციცოს, სულ ჰქონდათ ინსტიქტი, რომ ვინმესთვის საჭირო გამხდარიყვნენ. ყველაზე დიდი, ადამიანური რეფლექსი, ამ ასაკში ყველას ემართება. ხვდება, რომ მისი ცხოვრება უნდა დასრულდეს. იმის გამო, რომ კათარზისში ცხოვრობენ და არავისთვის საჭირო აღარ არიან, უნდათ, რომ დანარჩენი სამყაროსთვის, საჭირო გახდნენ. სწორედ ასეთია, ჩემი ფილმის სცენარიც!

 

-სცენარის ავტორიც ბრძანდენდებით?

 

ფილმის იდეა და სცენარიც ჩემია, სადაც სცენარისტ დათო ფირცხალავასთან ერთად ვიმუშავე. ფილმის მონაწილეებიდან პროფესიონალი მსახიობი, მხოლოდ, თორნიკე გოგრიჭიანია. ბ-ნი რეზო ჭანიშვილი, ქართული ხალხური ცეკვების ვეტერანი მოცეკვავე და ქორეოგრაფია და რატომღაც, ფილმის მთავარ გმირად ბ-ნი რეზო წარმოვიდგინეთ.

 

ფილმის გადაღებების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი კათარზისის ბენეფიციარებთან ურთიერთობა იყო. სამწუხაროდ, ქ-ნი მარიამი 2019 წლის თებერვალში გარდაიცვალა, ციური კი, 3 წლით ადრე. ციურის ამბავი გვიან გავიგე, მისმა შვილიშვილმა გამაგებინა. მარიკა შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ტიგრან გულოიანი, ნუნუ ექიმი, ლიმონა და ძია ისიდორე - ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში
2020-09-28ტიგრან გულოიანი, ნუნუ ექიმი, ლიმონა და ძია ისიდორე - ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში

 

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლშიც მოვიპატიჟე. მიყვარს მოხუცები და ბავშვები და როცა თავისუფალი დრო მაქვს, დავდივარ მათთან თავშესაფარში.

 

ადრე, დედაჩემს ბავშვთა სახლიდანაც მოჰყავდა ბავშვები, ვტოვებდით რამდენიმე დღით და ვუვლიდით. რამდენიმე ბავშვს, პატრონიც კი ვუპოვეთ, რაზეც დღემდე მადლობლები არიან.

 

ფილმის – „მექელეხე“ მთავარი გმირი რეზო ჭანიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა ერთ–ერთი დამფუძნებელი, თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორია. ბ-ნი რეზო „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, ფილმის გადაღების სცენებს იხსებს და აღნიშნავს, რომ ეს ქალბატონები, გადაღების დასრულების შემდეგ, აღარ უნახავს და ცოცხლები არიან თუ არა, არ იცის: 

 

დაახლოებით ორი წელია, აღარ ვასწავლი ცეკვას. ასაკმა თავისი გაიტანა, უკვე 83 წლის გავდი.

 

ფილმი „მექელეხე“, თქვენი პირველი დებიუტია?

 

არ არის პირველი, მანამდე, თორნიკეს ფილმებში -„აპრილის სუსხი“ და „ბუდე“ ვითამაშე, რომელიც 9 აპრილის თემას ეძღვნება. ფილმი „მექელეხე“ დაახლოებით 7- 8 წლის წინ გადაიღო, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მქონდა.

 

როგორ დაგამტკიცეს ფილმზე?

 

თორნიკეს დედამ, ქეთი დოლიძემ დამირეკა და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. მართალია, თავიდან ცოტა „გავჯინიანდი“, მაგრამ თორნიკემ დამარწმუნა, რომ შევძლებდი, ამ როლის დაძლევას. ფილმი, მართლაც საინტერესო გამოვიდა, უამრავი პრიზიც დაიმსახურა. მაგრამ რამდენად კარგად დავძლიე ჩემი როლი, არ ვიცი.

 

ფაქტია, რომ დაძლიეთ…

 

გაგახაროთ ღმერთმა, თუ მართლა კარგად დავძლიე! მახსოვს, როცა ფილმის ჩვენება გაიმართა, უამრავი საზღვარგარეთის კულტურის წარმომადგენელი ესწრებოდა ინგლისის დელეგაციასთან ერთად. ფილმს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ბევრი მილოცავდა, როგორც ჩანს მოვეწონე. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რადგან ასეთ წარმატებას და კომპლიმენტს, არ ვარ მიჩვეული.

 

შესანიშნავი მოცეკვავე და ქორეოგრაფი და უამრავი წარმატებების მომსწრე ბრძანდებით…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, რადგან ჩემი დებიუტი, როგორ მსახიობის, ისე შედგა.

 

 

 

ქალბატონები, რომლებიც ფილმის ფინალში ცეკვავენ და მღერიან…

 

რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ მოიწვია ფილმში, მართლაც საყვარელი მოხუცები არიან, მაგრამ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, აღარც მინახავს. ცოცხლები არიან თუ არა, არ ვიცი.

 

დასაფლავების სცენა სადაც არის, ისეთ ადგილზე მიმდინარეობდა გადაღებები, საშინელი ტალახი იყო და ამ სცენარის გადარებებზე, ყველა ტალახში ამოსვრილები დავდიოდით. ამ ეპოზოდის გადაღება, საკმაოდ რთულად დაგვიჯდა.

 

ფიქრობთ, რომ ფილმის სიუჟეტი, დღევანდელ პრობლემებს ასახავს?

 

ალბათ ასეა, ძალიან გართულდა ცხოვრება, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამომდინარე. მგონი, თორნიკემ იწინასწარმეტყველა, რომ გართულდებოდა მგომარეობა საქართველოში.

 

რამდენად იმოქმედა თქვენზე, პანდემიამ?

 

გაუჭირდა, როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს და მათ შორის ქართულ ქორეოგრაფიას. განსაკუთრებით, ბავშვთა ქორეოგრაფიას. მომღერლებს შეუძლიათ, რამდენიმე წევრი ერთად შეკრიბონ სადმე, თუნდაც ოჯახში, რაც მოცეკვავესთვის რთულია.

 

ამ მიმართულებით, ძალიან მძიმე მდგომარეიობა გვაქვს სახელმწიფო ანსამბლებში. რამდენიმე ხნის წინ, ბ-ნ ამირან გამყრელიძესთან გვქონდა შეხვედრა და ძალიან შეეცადა დაგვხმარებოდა, მაგრამ ეს, ქვეყნის პრობლემაა, სანამ ეს მძიმე მგომარეობა არ გადაივლის, საქართველოს, განსაკუთრებით საბავშვო ქორეოგრაფიას გაუჭირდება.

 

პანდემია გახდა თქვენი მოღვაწეობიდან წასვლის მიზეზი?

 

დაახლოებით ორი წელია, აღარ მყავს ანსამბლი, თან პანდემიამაც მოგვისწრო. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საბავშვო ანსამბლის „მერანის“ ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც 1982 წლიდან ვმოღვაწეობდი.

 

ადრეულ წლებში, ჯემალ ჭკუასელთან ერთად, ქ. ქუთაისში სახელმწიფო ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ, მანამდე სამი წლის განმავლობაში, დამასკოში, სირიის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონსულტანტი ვიყავი.

 

ასევე მეამაყება, რომ ქ. ქუთაისში ქართული-ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდია ჩამოვაყალიბე, აჭარაშიც მყავდა ქორეოგრაფიული ანსამბლი. ცხოვერბის გზა დიდი გავიარე და შეძლებისდაგვარად ვმუშაობდი.

 

ფიქრობთ, რომ ისევ დაუბრუნდებით თქვენ საქმიანობას?

 

როგორც ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომერე, ჯერ კიდევ ჩართული ვარ ამ საქმიანობაში და ვადის ამოწურვამდე, წელიწადნახევარი, კიდევ ვიმუშავებ.

 

ვადის გასვლის შემდეგ კი, როგორც ქორეოგრაფთა კავშირის ერთ-ერთი მონაწილე და გულშემატკივარი, სიცოცხლის ბოლომდე, მათთან ერთად დავრჩები!

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X