23:42 | 2020-08-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სულ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა­შია 24 სა­ა­თი, მე­ჩხუ­ბე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს რა­ტომ უყუ­რე­ბო“ – ცოლ-ქმარს შორის ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ტელევიზორია

„სულ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა­შია 24 სა­ა­თი, მე­ჩხუ­ბე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს რა­ტომ უყუ­რე­ბო“ – ცოლ-ქმარს შორის ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ტელევიზორია

ბა­თუმ­ში მცხოვ­რები მოქ­მედი ად­ვო­კატ­ი ირწმუნება, რომ უკვე 25 წელია, რაც ცოლისგან ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის მსხვერპლია. ამბობს, რომ რამდენჯერმე გამოიძახა პოლიცია, თუმცა სახელმწიფო მის უფლებებს სათანადოდ არ იცავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წყვილი განქორწინებულია, თუმცა მაინც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.

 

ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერი სულ 5-ჯერ არის გამოწერილი, სამჯერ კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათი კონფლიქტი პანდემიის პერიოდმა უფრო გააღვივა.

 

AMBEBI.GE-სთან საუბრობს დაზარალებული და განმარტავს, რატომ დასჭირდა პოლიციის გამოძახება:

 

ეს იყო ჩვე­უ­ლე­ბი­ვი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ეპი­ზო­დი. და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ვი­ძა­ხე და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. მა­შინ როცა მე ვჩი­ო­დი და მე ვი­ყა­ვი მსხვერ­პლი. და­მიც­ვა ჩემ­მა კო­ლე­გამ, ლელა ბჟა­ლა­ვამ. არ მქონ­და იმე­დი რომ მო­სა­მარ­თლე ჩემს სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტან­და, მაგ­რამ ვერ გა­ექ­ცა ამ რე­ა­ლო­ბას და მე გა­მა­მარ­თლა.

 

მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს - ადგილობრივები
2020-08-22მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს - ადგილობრივები

 

სულ 5 ჯერ არის მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რი­ლი და სამ­ჯერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აღიძ­რა, მაგ­რამ არ ჩერ­დე­ბა. ერთი ჩე­მო­და­ნი სავ­სე დო­კუ­მენ­ტე­ბი მაქვს.

 

ამ პან­დე­მი­ის დროს ხში­რად ვი­ძა­ხებ­დი სას­წრა­ფო­საც ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო… სულ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა­შია 24 სა­ა­თი, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, ამო­ვი­და ყელ­ში ეს სე­რი­ა­ლე­ბი, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა და იმი­ტო­მაც მე­ჩხუ­ბე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს რა­ტომ უყუ­რე­ბო.

 

ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ კო­რო­ნას გამო, სახ­ლი­დან ყო­ველ გას­ვლა­ზე და შე­მოს­ვლა­ზე ტან­საც­მელს სპირ­ტით ვა­მუ­შა­ვებ­დი, მას რომ წე­სე­ბის დაც­ვას ვთხოვ­დი, დამ­ცი­ნო­და…. ად­ვო­კა­ტი რომ ვერ და­ი­ცავ თავს, სხვა ადა­მი­ა­ნი რო­გორ და­ი­ცავს თავს ასე­თი ძა­ლა­დო­ბე­ბის­გან“, – ამბობს მამაკაცი.

 

თა­ვად მო­სარ­ჩე­ლის ცოლი კი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში გან­მარ­ტავს, რომ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე ხდე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი და კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნი არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, არა­მედ ისაა, რომ მა­მა­კა­ცი ტე­ლე­ვი­ზორს არ სცილ­დე­ბა. მ.ხ. და­კი­თხვის დროს აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სის­ტე­მა­ტუ­რად, უწყვე­ტად უყუ­რებს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს, რაც ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.


წყარო: ambebi.ge

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X