14:29 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

სულელი არავინ არ არის! – ოპოციზია მმართველ გუნდს პასუხობს

სულელი არავინ არ არის! – ოპოციზია მმართველ გუნდს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ ბრიფინგს ოპოზიცია ეხმაურება.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი თალაკვაძეს საელჩოების განცხადებებს ახსენებს და დადებული შეთანხმების ორ პუნქტზე მიუთითებს.

არჩილ თალაკვაძეს შევახსენებ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ, ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის საელჩოს მიერ.

განცხადებები, რომელიც გაკეთდა შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის, პოლიტიკური პატიმრების შესახებ, არაფერი ახალი სათქმელი ამ თემაზე არ არის. სულელი არავინ არ არის, ვერაფერ ახალს ელჩები ვერ იტყვიან.

შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან და ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს

– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა

 

„ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ ელჩებმა საკუთარი პოზიციები მრავალჯერ გაახმოვანეს, მათ შორის მაშინაც, როცა ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. ნადირაშვილი ოცნებას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, გაათავისუფლოს პოლიტიკოსები.

 

დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და უძღვებოდა მოლაპარაკებებს უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როდესაც ოქრუაშვილს მიუსაჯეს,რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა.

ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” რომ დაიცვას ბოლომდე შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე

– განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

 

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს დაუკვირდნენ ტერმინებს და შეასრულონ დაპირება.

„ქართული ოცნების“ სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება, ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაწერილიყო იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ მათი იქ ყოფნა საკმარისი გარანტიაა ამ შეთანხმების.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ტერმინებში იყვნენ ძალიან ფრთხილად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად შეასრულონ თავიანთი დანაპირები, ბიძინა ივანიშვილმა თუ გადაიფიქრა და და ცუდ ხასიათზე დადგა რაღაცების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი შეთანხმება თავდაყირა უნდა დადგეს

– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

 

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს ურჩევს, ნუ გამოცდიან დიპლომატებისა და საზოგადოების მოთმინებას.

ნუ გამოცდიან საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოთმინებას და შეარულონ ის პირობა, რაც 8 მარტს გაფორმდა.

პოლიტიკური პატიმრების არსებობას საქართველოში ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში.

შესაბამისად აუცილებელია, რომ ამ შეთანხმებას პატივი სცეს ოცნებამ

– განაცხადა “ლელო საქართველოსთვის” წევრმა საბა ბუაძემ.

 

დღეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ელჩებს თხოვნით მიმართეს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ „ქართულ ოცნებას“ პატიმრების გათავისუფლების პირობა არ გაუცია.

საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება
2020-03-09საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება

 

8 მარტს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, 2020 საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ორპუნქტიანი შეთანხმება შედგა.

ავტორი: Prime Time

X