
სოციალური ქსელი სრულიად მოიცვა სულისშემძვრელმა კადრმა ავღანეთიდან. ფოტოში ჩანს, რომ მშობლები გადასარჩენად თავიანთ პატარას ამერიკელ ჯარისკაცებს აწვდიან.
ვიდეო ავღანელმა სტუდენტმა, ომარ ჰაიდარმა გაავრცელა. მომხდარს მალევე მოჰყვა გამოხმაურება საერთაშორისო სპიკერებისგან. ამ კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ევროპარლამენტარმა ერიკ მარკარდმა „ტვიტერზე“ დაწერა:
„ეს გულსატკენია. ქაბულის აეროპორტის ბრბოში, ვიღაცამ ჩვილი ამერიკელ ჯარისკაცებს გადასცა, რათა ის უსაფრთხოდ იყოს. ისინი ალბათ ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავენ“.
ცოტა ხნის წინ, კი ერიკ მარკარდმა პოსტი განაახლა, სადაც წერს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩვილთან ერთად მისი მშობლებიც გადაარჩინეს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















