11:17 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები სააკაშვილთან მიჰქონდათ და იგი ამით ტკბებოდა: თამაზ მოლაშვილი

სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები სააკაშვილთან მიჰქონდათ და იგი ამით ტკბებოდა: თამაზ მოლაშვილი

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მისი ოჯახისთვის მცირედი შვებაა.

 

„ყველანაირად, ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად ფიქრობდნენ იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა შეერყიათ. სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები მიჰქონდათ მასთან და იგი ტკბებოდა. არ ვიცი! ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაზე არ უნდა იბადებოდეს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

 

ცნობისთვის, 2016 წლია 29 ივნისს, 47 წლის ასაკში საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში.

 

2004 წლის აპრილში სულხან მოლაშვილი დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X