10:12 | 2020-06-18 ავტორი: Prime Time

სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან იხვები გამოიჩეკნენ (ბრიტანეთი)

სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან იხვები გამოიჩეკნენ (ბრიტანეთი)

დიდ ბრიტანეთში, ჰერფორდშირის საგრაფოში ექსპერიმენტის ფარგლებში სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან 3 იხვი გამოიჩეკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

ჩარლი ლელომ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსგავსი ვიდეო Facebook-ზე ნახა.

 

მან ერთ-ერთ სუპერმარკეტში იხვის კვერცხები იყიდა და ისინი ინკუბატორში მოათავსა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი ფრინველები გამოიჩეკნენ, რომლებსაც ლელომ ბიპიპიპი და მიპი დაარქვა.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება კვერცხის მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა. მათი თქმით, განაყოფიერებული კვერცხის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ავტორი: Prime Time

X