
ბრიტანელი სუპერმოდელი, სტელა ტენენტი 50 წლის ასაკში, დაბადების დღიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუპერმოდელის გარდაცვალების შესახებ დაადასტურა.
„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ 22 დეკემბერს მომხდარ, სტელა ტენენტის მოულოდნელ გარდაცვალებას. იგი მშვენიერი ქალი და შთაგონების წყარო იყო ყველა ჩვენგანისთვის. ძალიან მოგვენატრება“.

მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ანდროგენული, გრანჟის სტილით, სტელა იმ ხალხთაგან ერთ-ერთი გახდა, რომელმაც 90-იანების მოდის განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანა.
იგი ისეთი დიზაინერების ტანსაცმელებს წარმოადგენდა, როგორებიც Karl Lagerfeld, Versace, Alexander McQueen, Calvin Klein, Jean Paul Gaultier, Burberry და სხვები არიან. სტელა ცნობილი ჟურნალ-გაზეთების ყდებზე არაერთხელ მოხვედრილა(მაგალითად: Vogue, Harper’s Bazaar და ა.შ.).

გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის ოჯახი საზოგადოებისგან პირადი ცხოვრების სივრცის პატივისცემას ითხოვს. პოლიციის თქმით, მიუხედავად გარდაცვალების მოულოდნელობისა, საქმეში არანაირი საეჭვო ვითარება არ იყო აღმოჩენილი.
სტელას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „ვერსაჩემ“ მწუხარება „თვითერზე“ გამოთქვა – „Versace სტელა ტენენტის გარდაცვალებას გლოვობს. იგი ოჯახის მეგობარი და ჯიანი ვერსაჩეს მუზა, ბევრი წლის განმავლობაში იყო. ყოველთვის მოგვენატრები სტელა. მშვიდად განისვენე“.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნაომი ქემფბელმაც და ვიქტორია ბექჰემმაც მიუსამძიმრეს.























