13:32 | 2021-12-18 ავტორი:

სურამში ავტობანის მშენებლობაზე მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა – ის ადგილზე გარდაიცვალა

სურამში ავტობანის მშენებლობაზე მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა – ის ადგილზე გარდაიცვალა

სურამში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა, მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

ტრაგედიას ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების პროტესტი მოჰყვა, ისინი ამ წუთებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა სურამში გუშინ მოხდა.

ავტორი:

X