20:03 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

სუს-ის აგენტები “პატრიოტთა ალიანსშიც” არიან – ემზარ კვიციანი 

სუს-ის აგენტები “პატრიოტთა ალიანსშიც” არიან – ემზარ კვიციანი 

“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი თვლის, რომ მის პარტიაში სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები არიან. დეპუტატმა ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.

 

ემზარ კვიციანი აშშ-ის საელჩოსთან აქციებს იწყებს
2020-06-08ემზარ კვიციანი აშშ-ის საელჩოსთან აქციებს იწყებს

 

როგორც კვიციანი აღნიშნავს, სუს-ის აგენტები არა მარტო “პატრიოტთა ალიანსში” არამედ ყველა პარტიაში იმყოფებიან.

 

„ნებისმიერს კითხეთ, ნებისმიერ პარტიაში არიან ჩანერგილები ისე, როგორც ჟურნალისტებში არიან ჩანერგილები სხვადასხვა მიმართულებით სპეცსამსახურებიდან, მითუმეტეს, სუს-ის სპეცსამსახურებიდან.

 

ეს ყველაფერი ემსახურება პირდაპირ უცხო ქვეყნის ინტერესებს. აქ საუბარს დავასრულებ“,- განაცხადა კვიციანმა.

 

ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ  სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები ყველგან არიან, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსშიც“.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

X