
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
ნახეთ რეპორტაჟი ლუგარის ლაბორატორიიდან
„წარმოადგენს რა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად შემადგენელს, აღნიშნული კვლევითი ცენტრი წლების განმავლობაში საინფორმაციო თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ცენტრის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცენტრის საქმიანობასთან ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების დაკავშირების მცდელობას“, – ვკითხულობთ სუსის ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს გადაეგზავნა.
ანგარიშის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მიზად ისახავს:
- საქართველოს მოქალაქეებში პროგრესის, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარებისადმი შიშის დათესვა;
- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული უარყოფითი განწყობების გაღვივება და ზოგადად, დასავლური სამყაროს „დემონიზება“;
- საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირება.






















