
გუშინ, გლდანში სრულის ხმა ისმოდა. მკვლელობა სიყვარულის ისტორიას უკავშირდება, “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ერთი დღის მოყვანილი ცოლის ძმამ მოკლა.
მოკლული გეგი ნიგურიანია, ის უკრაინიდან ახალი ჩამოსული იყო და მკვლელობაში ბრალდებულის, გეგი ღვაჩლიანის დაზე იყო შეყვარებული. წყვილი ერთი დღის დაქორწინებული იყო, როცა 30 წლის გეგი ნიგურიანს მანქანიდან რამდენიმე ტყვია ცოლის ძმამ ესროლა.
როგორც “პრაიმტაიმს” მესტიის მკვიდრმა, მოკლულის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გეგი და ნინო ღვაჩლიანი ბავშვობიდან შეყვარებულები იყვნენ, გარკვეული მიზეზების გამო, ნიგურიანმა საქართველო დატოვა, ხოლო ნინომ სხვაზე იქორწინა და ერთი ბავშვი ეყოლა.
მას შემდეგ, რაც ნინო ღვაჩლიანის ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ქალი ქმრისგან წავიდა, გეგი ნიგურიანმა გაიგო, საქართველოში დაბრუნდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.
წყვილი ერთად მხოლოდ ერთი დღე იყო, გუშინ, გლდანში, ქუჩაში გეგი ნიგურიანის უსულო სხეული ადგილობრივებმა ნახეს, სროლის ხმაზე გარეთ გასულებმა…
“უმძიმესი წუთები გვიდგას სვანეთში, მაგარ ვაჟკაცს ვგლოვობთ, გამორჩეულ მესტიელ ბიჭს. გეგი ნიგურიანი და მკვლელის და ბავშობიდან შეყვარებულები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთამენთი, ეს მთელმა სვანეთმა იცოდა.

მერე ისე მოხდა, რომ გეგი უკრაინაში ბიზნესის დაწყებისთვის წავიდა, გოგო ოჯახმა გაათხოვა, უსიყვარულოდ დაქორწინებულმა გეგის გარეშე ვერ გაძლო და როცა შვილი შეეძინა ქმრისგან მალევე წამოვიდა. გეგიმ როცა ეს ამბავი გაიგო, უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნდა, გუშინწინ ერთად დაიწყეს ცხოვრება და გუშინ, ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ძმამ შური იძია, რადგან და თავის მეგობარზე გაათხოვა. მას არ უნდოდა დიშვილი დ მეგობრის შვილი “ვიღაცას” გაეზარდა. დას ეუბნებოდა, ან ქმართან დაბრუნდი, ან მარტო დარჩიო…” – ამბობს ნიგურიანის ოჯახის ახლობელი.
მომხდართან შსს-მ განცხადება გაავრცელა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. ნ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“.
დაგაინტერესებთ ⇓






















