16:04 | 2021-05-17 ავტორი: Prime Time

„ტაძრის რესტავრირება მიმდინარეობდა, აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ბიჭებიც იღებდნენ მონაწილეობას…” – პეტრე კოლხი ემოციურ ისტორიას იხსენებს

„ტაძრის რესტავრირება მიმდინარეობდა, აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ბიჭებიც იღებდნენ მონაწილეობას…” – პეტრე კოლხი ემოციურ ისტორიას იხსენებს

დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წლების წინ ბოლნისის ეპარქიაში მომხდარ ამბავს იხსენებს.

 

მამა პეტრე ფოლადაურის ხეობაში არსებული ტაძრის რესტავრაციის პერიოდს იხსენებს, როცა ეზოს დალაგებაში, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

„წლების წინ ბოლნისის ეპარქიაში, ფოლადაურის ხეობაში ტაძრის რესტავრირება მიმდინარეობდა. ეზოს დალაგებაში, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ბიჭებიც იღებდნენ მონაწილეობას… შესვენების დროს მოშორებით გადიოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ქართველებთან ერთი თავაზიანი აზერბაიჯანელი მივიდა, აქაც არ მოწიოთ ბიჭებო, ეს ღმერთის ადგილიაო, უთხრა…

თავი ავარიდე, ჩემი ბედნიერების ცრემლი რომ არ შეემჩნია…

 

P.S. საქართველო მათი ოჯახიც არის, ასე მოხდა…
მიყვარს ჩემი ეთნიკურად ჭრელი სამშობლო!.”, – წერს პეტრე კოლხი.

ავტორი: Prime Time

X