22:05 | 2021-10-16 ავტორი: Prime Time

„თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი… შემდეგ ოქმით, უკან დავაბრუნე…“ – სააკაშვილი

„თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი… შემდეგ ოქმით, უკან დავაბრუნე…“ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 16 დღეა პატიმრობაშია, მისი დაკავების მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ მას პოლიციელები მოწიწებით ექცეოდნენ.

 

მიხეილ სააკაშვილმა წერიოლობითი ინტერვიუ „ტვ პირველს“ მისცა.

 

ასაკიანი კაცი ვარ, ნეტავ მე წავსულიყავი და ბავშვები გადარჩენილიყვნენ - ტაქსის მძღოლი, რომელიც ბათუმის ტრაგედიას შეესწრო
2021-10-16ასაკიანი კაცი ვარ, ნეტავ მე წავსულიყავი და ბავშვები გადარჩენილიყვნენ - ტაქსის მძღოლი, რომელიც ბათუმის ტრაგედიას შეესწრო

 

ჩხრეკვას ვერ ვიხსენებ. მე თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა 2-3 მაისური და „სვიტერი“. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ და რაღაც ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, გზაშიც „სელფებს“ იღებდნენ. ვიღიმი იმიტომ რომ ყოველი წამი სამშობლოში ბედნიერებაა და განსაცდელსაც თავისუფალი უნდა შევხვდე.

 

ვიდეობის გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოში რევოლუციური ცვლილებები, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

 

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თაფლი ციხეში შესთავაზეს, როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი.

 

„ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მეპრყობიან. ვუყურებ თავისუფალ ქართულ არხებს. თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი. თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ საღამოს, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ოქმით დავაბრუნე“,-აღნიშნავს სააკაშვილი.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X