12:39 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

„თაღლითი ორსული“ – ქალმა, რომელიც იტყუებოდა რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა, დახმარების სახით 55 000$ მიიღო

„თაღლითი ორსული“ – ქალმა, რომელიც იტყუებოდა რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა, დახმარების სახით 55 000$ მიიღო

28 წლის ლუსი ვიქტორია ვიელანდი ოჯახსა და მის გულშემატკივრებს ატყუებდა თითქოს ოვარიალური (საკვერცხის) კიბო ჰქონდა. მსგავსი ქმედებით ქალმა კეთილისმსურველებისგან 55 000$ მიიღო.

 

კიბოს უჯრედები უბრალოდ არ წარმოიქმნება - რა უნდა ჭამოთ მუდმივად
2020-05-29კიბოს უჯრედები უბრალოდ არ წარმოიქმნება - რა უნდა ჭამოთ მუდმივად

 

მას თაღლითობისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

 

ლუსის ადვოკატის თქმით, მას უიშვიათესი მენტალური დაავადება – მიუნჰაუზენის სინდრომი (მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს მოატყუოს სხვები ავადმყოფობის გამოგონების ან თვითდაზიანების მიყენების გზით) აქვს.

 

„მას წარმოადგენაც არ ჰქონდა რამდენად გულთან ახლოს მიიტანდა ამ ყველაფერს საზოგადოება და რამდენ თანხას შეწირავდა დასახმარებლად“,- ამბობს ადვოკატი.

 

8 თვის ორსულმა ლუსიმ მეტი ეფექტისთვის თავიც კი გადაიპარსა. სოციალურ ქსელში კი მუდმივად დებდა ფოტოებს საავადმყოფოდან. მან ექიმის წერილიც კი გააყალბა.

ავტორი: Prime Time

X