
პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მასშტაბურ აქციას აანონსებს. მისი განცხადებით, აქცია რუსთაველის გამზირზე 10 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
„სახალხო მოძრაობა“ ვაანონსებთ მრავალათასიან გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ეს ყველაფერი ერთად არის სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთეს პუტინს, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
იმისთვის რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ.“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
დღის მთავარი ამბები ⇓























