15:07 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს – Exclusive

თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს – Exclusive

„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს.

 

პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჩარკვიანი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.

 

„ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მოხდება, როცა ასე განსხვავებული პოზიციებია. მოდით ასე ვთქვათ, 98 პროცენტით ასეა. ვინც ხელს აწერს ამ დოკუმენტს, ყველას ეხება ჩემი დამოკიდებულება.

 

98 პროცენტით ვტოვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ გიორგი ამ ფორმით ხელს არ მოაწერს. მაინც არ მემეტება ასეთი შეცდომისთვის”, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ თაკო ჩარკვიანი.

 

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით ვერ გვარდება ვერც მართლმსაჯულების პრობლემები და ვერც საარჩევნო საკითხები.

 

 

 

ვთვლით, რომ ახალ დოკუმენტს ხელი უნდა მოვაწეროთ - ვაშაძე
2021-04-19ვთვლით, რომ ახალ დოკუმენტს ხელი უნდა მოვაწეროთ - ვაშაძე
ავტორი: Prime Time

X