
ბერა ივანიშვილმა მამასთან ერთად გადაღებული ვიდეო tiktok-ზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ივანიშვილის გამოჩენას პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძებელი თაკო ჩარკვიანი ეხმაურება.
„მთელი საქართველო, რომ დაგეძებს, უბედურება რომ მძვინვარებს შენს ქვეყანაში და უცებ ამ“ კენწვლა-კენწვლით”, რომ გამოჩნდები გენიალური ჩარლი ჩაპლინი გამახსენდა, იმ ცნობილი კადრით, ფიურერს, რომ დასცინის, დედამიწით, რომ თამაშობს-აბურთავებს.
ვაი ჩემო ქვეყანავ! ოლიგარქის ფეხით ასაკენწლი, რომ გახდი ამ უბედურების და გაჭირვების ჟამს” – წერს ჩარკვიანი საკუთარ facebook გვერდზე.






















