10:15 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

დღმდე უცნობი დეტალები ვანო მერაბიშვილის პირადი ცხოვრებიდან – როგორ გაიცნო თაკო სალაყაია?

დღმდე უცნობი დეტალები ვანო მერაბიშვილის პირადი ცხოვრებიდან – როგორ გაიცნო თაკო სალაყაია?

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ აქტუალური პერსონა გახდა.

 

ყველას კარგად ახსოვს, რომ მას პრესასთან ურთიერთობა არ უყვარდა, თუმცა საპყრობილედან გამოსული შს ყოფილი მინისტრი, მისთვის სასურველ არხებზე, არაერთი გადაცემის სტუმარი გახდა.

 

როგორც ჩანს, სანამ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, ვანო მერაბიშვილს სურს, მის შესახებ ახალმა თაობამაც შეიტყოს, რაც გუშინ თათია შარანგიას ინსტაგრამ-ლაივში თავად განაცხადა.

 

თათიასთან მას ისაუბრა ბავშვობაზე, დაზე, დედაზე, პოლიტიკაზე, უფროს ვაჟზე – მიშო მერაბიშვილზე.

 

თუმცა, არაფერი უთქვამს ცოლზე – თაკო სალაყაიაზე, რომელიც მუდმივად იწვევს საზოგადოების ყურადღებას.

 

თაკო სალაყაია ვანო მერაბიშვილს არც ციხესთან შეუნიშნავს ვინმეს, როცა ყოფილი პრემიერი დაწესებულებას ტოვებდა.

 

სკანდალურმა თაკო სალაყაიამ ცოტა ხნის წინ ხატვა დაიწყო, რომელიც მეგობრისგან, ლელა კილაძისგან ისწავლა და ინსტაგრამით თუ ვიმსჯელებთ, ეს მისთვის საუკეთესო თერაპიაა.

 

თაკო სალაყაიას და ვანო მერაბიშვილის სიყვარული მაშინ დაიწყო, როდესაც სალაყაია სკოლას ამთავრებდა.

 

წყვილის ახლო მეგობარმა, მათი ისტორია ჩვენთან დეტალურად გაიხსენა.

 

ასე აღნიშნა დაბადების დღე ვანო ...

„თაკო მეთერთმეტე კლასში იყო, როდესაც ვანო გაიცნო. ვანო უკვე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში მუშაობდა.

 

მომავალ მეუღლეს მისი მეგობრის ამირან მესხელის ქორწილში ნახა.

 

სალაყაია მესხელის ნათესავია.

 

პატარა და ძალიან საყვარელი გოგონა იყო მაშინ თაკო, ქორწილში აქტიურობდა, ყველას განწყობაზე ზრუნავდა და ვანოს გულში ჩაუვარდა.

 

შემდეგ თაკომ სკოლა დაამთავრა, თბილისში წამოვიდა და დედასთან ერთად, მთაწმინაზე ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში.

 

მესხელის ქორწილის შემდეგ თაკო და ვანო მალევე დაქორწინდნენ.“ – იხსენებს წყვილის მეგობარი.

 

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ვანო მერაბიშვილი თაკო სალაყაიას ხშირად ანებივრებდა საჩუქრებით.

 

ერთხელ მან თაკოს მინდვრის ყვავილებით სავსე ავტომობილით მიაკითხა და ეს სიურპრიზი სალაყაიასთვის დღემდე დაუვიწყარია.

 

წყვილს ორი ვაჟი მიშო და დათუნა ჰყავს.

 

საზოგადოება თვლის, რომ მერაბიშვილმა შვილს სახელი მიხეილ სააკაშვილის პატივსაცემად დაარქვა.

 

თაკო სალაყაია უარყოფს და ამბობს, რომ მათ უბრალოდ არ სურდათ ბავშვისთვის მეფის სახელი დაერქმიათ, ამიტომ მიშო დაარქვეს.

 

თაკო სალაყაიას სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება, თუმცა ყველაზე რეზონანსული სანდრო გირგვლიანის საქმეა, რომელიც ოქროყანის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი.

 

ვანო მერაბიშვილმა მისი მეუღლის კავშირი ამ საქმესთან უარყო და განაცხადა, რომ ამ ამბავმა მისი და მისი ოჯახის ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა.

 

ასევე ნახეთ: სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს ჩემი შვილი ჩემს თვალში – ვანო მერაბიშვილი უფროს ვაჟზე

ავტორი: Prime Time

X