
„თუ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაჩქარდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ამ მომენტში, როდესაც პანდემია გრძელდება.
„ექიმების, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით და ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ. აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის შეჩერებულია“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბოლო მონაცემებით: საქართევლოში კორონავირუსის 647 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.






















