
„ბიძინა ივანიშვილის უნიჭო ანეკდოტებზე რომ იხევი სიცილით და არჩილ თალაკვაძის და ლადო კახაძის ლექსები კაცს მოგწონს, ვის გოიმობაზე ლაპარაკობს ერთი მაგრად მაინტერესებს.
ასე გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.
როგორც ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, გოიმობა თალაკვაძის ლექსებია.
„გოიმობა წაიკითხოს რაღაც თალაკვაძის ლექსები როა, ალუჩასთან იცესტიო და რაღაც ბოდვები, რომ უწერია“
კობახიძემ ოპოზიციას გოიმები, ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიას კი ნომერ პირველი გოიმი უწოდა.






















