
რადიკალური მოძრაობა „თალიბანმა“ ქალებს კაცებთან ერთად სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავღანეთის უნივერსიტეტებსა და სკოლებში ჯგუფები სტუდენტების სქესის მიხედვით დაიყოფა და ჩაცმის ახალი სტილი დაინერგება.
თალიბები აცხადებენ, რომ ქალებს სწავლის უფლებას მისცემენ, თუმცა არა კაცებთან ერთად.
არსებობს ეჭვი, რომ ეს ქალებს მაინც შეუზღუდავს განათლებაზე წვდომას, რადგან ყველა უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი, ქალებისთვის ცალკე კლასების ჩამოსაყალიბებლად.
ქალებს ჰიჯაბის ტარება მოუწევთ, თუმცა, დაზუსტებით არაა ცნობილია, სავალდებულო იქნება თუ არა, დამატებით, სახეც დაიფარონ.
შეგახსენებთ, რომ 1996-2001 წელს „თალიბანს“ ქალებისთვის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ჰქონდა აკრძალული.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























