
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ერთობიან „თალიბანის“ შეიარაღებული წევრები ქაბულის გასართობ პარკებში სხვადასხვა ატრაქციონზე.
ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ასევე დაგაინტერესებთ:






















