09:35 | 2021-05-23 ავტორი: Prime Time

თალიკო მამიდა გვიყვებოდა ბაღნობას ხშირად: მეხი დაცემია ქალიშვილობაში – სახალისო ამბავი ზურა შევარდნაძისგან

თალიკო მამიდა გვიყვებოდა ბაღნობას ხშირად: მეხი დაცემია ქალიშვილობაში – სახალისო ამბავი ზურა შევარდნაძისგან

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის დროინდელ ისტორიას იხსენებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„თალიკო მამიდა გვიყვებოდა ბაღნობას ხშირად: “მეხი დაცემია ქალიშვილობაში. დიდი გურგულა იყო, ნიკადო სხალს დიეცა აგერ ალექსისას, გააპო ამხელა ხეი შვაზე, მე ხის ძირში ვიჯექი და ადგილზე გამაბღანკალა.”

 

შეგვეშინდებოდა..

 

თალიკო მამიდა აგრძელებდა, ” მარგალიტა და ბულბულო ბიცოლამ იმარჯვეს, დამაწვინეს ძელზე თურმე და სილა დამაყარეს ზეთ, წეიღებს მიწა ტოკს და გამოანჭყერს თვალსო, დუუჩემებია გერონტი ბიძიას. ჩემ ნენას და მამიდანებს თმაი გუუშლიენ და შუუცხადებივარ.”

 

თალიკომ საღამორიელე მართლა გამოანჭყირა თვალი და წამოდგა ზეთ, მარა ფილტვების ანთება დამართნია და გვითხრობდა რაფერ კტებოდა.

 

დავყლეპდით ბაღნები თვალებს დევიზაფრებოდით.

 

ერთხელ ამ ამბვის მორიგ ვერსიას რომ გვიყვებოდა ჩემმა შეშინებულმა ბიძიშვილმა, რომელსაც თალიკო მამიდა განსაკუთრებით უყვარდა და სასიკვდილოთ არ ემეტებოდა ჰკითხა:

 

-თალიკო მამიდა რაფერ გადარჩი?

 

– სა გადავრჩი?! გაიკვირვა თალიკო მამიდამ,“- წერს ზურა შევარდნაძე.

ავტორი: Prime Time

X