16:04 | 2020-07-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგთან მისვლა დედამ ურჩია – 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე

თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგთან მისვლა დედამ ურჩია – 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი ოჯახმა იცოდა, რომ ახალგაზრდა გოგო ფსიქოლოგთან დადიოდა, უფრო მეტიც, ფსიქოლოგთან კონსულტაცია მას დედამ ურჩია.

 

Exclusive: ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მიაწოდეს
2020-07-23Exclusive: ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მიაწოდეს

 

ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მოგვაწოდა.

 

„რა თქმა უნდა იცოდა ოჯახმა, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა, ეს არაფერს ნიშნავს. ახალი დაწყებული ჰქონდა ფსიქოლოგთან სიარული, დედამისმა ურჩია“, – ამბობს ადვოკატი. 

 

ხოლო, ჩვენს კითხვაზე, რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა ახალგაზრდა გოგოს ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ხომ არ უკავშირდება ეს მის სამსახურს მიხეილ რამიშვილი ასე გვაპსუხობს:

 

„შესაძლებელია, მაგაზე ძალიან მალე, დედამისი ყველაფერზე კონკრეტულად გასცემს პასუხს“

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X