
თამარ ბაჩალიშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ცუდად გახდა. მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა, რის გამოც, უწყებაში ექიმები იმყოფებოდნენ.
“დედამისი ცუდად გახდა, ასეთი ამბები იყო და სასწრაფო აბა ვისთან იქნებოდა?”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს საღამოს დაიბარეს, ისინი უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ.






















