14:39 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია – რა წამლები აღმოაჩნდა ორგანიზმში

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია – რა წამლები აღმოაჩნდა ორგანიზმში

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის ნაწილს ტვ „ფორმულა“ ასაჯაროვებს.

 

„ფორმულას” მიერ მოიპოვებულ დოკუმენტში, წერია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი გამოჩნდა.

“ბაჩალიაშვილის ცხედარის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული”, – წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში.

 

შუალედური დასკვნის მიხედვით ბაჩალიაშვილის ცხედარს ლპობა ჰქონდა დაწყებული.

ავტორი: Prime Time

X