
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს საპატრიარქოში ელოდებიან. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
როგორც ჯაღმაიძემ გვითხრა, გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლემი ილია მეორეს მოსაყდრეს მეუფე შიოს შეხვდებიან.
მისივე თქმით, შეხვედრა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. უფრო მეტი დეტალი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.






















