00:24 | 2020-08-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილი მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს, მას ფეხსაცმელები არ ეცვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს, რომელსაც ოჯახის ინტერესების დამცველი მიხეილ რამიშვილიც ადასტურებს.

 

არც გაბედონ, რომ ჩემი თანდასწრების გარეშე ავტომობილის ექსპერტიზა ჩაატარონ! - მიხეილ რამიშვილის გაფრთხილება
2020-07-27არც გაბედონ, რომ ჩემი თანდასწრების გარეშე ავტომობილის ექსპერტიზა ჩაატარონ! - მიხეილ რამიშვილის გაფრთხილება

 

„თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები“, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

 

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, ჯერ-ჯერობით უჭირს რაიმეს თქმა ან ვერსიებზე საუბარი, თუ რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X