
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ფონიჭალაში, მისივე საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
ექსპერტიზის ბიუროსთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი გოგონას მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზაზე ბაჩალიაშვილის ოჯახს ყინული მოსთხოვეს, თუმცა ეს ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროში არ დაადასტურეს.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს























