12:46 | 2020-06-13 ავტორი: Prime Time

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას აბსოლუტური მმართველობა, ან არაფერი – ესაა სააკაშვილის მიდგომა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას აბსოლუტური მმართველობა, ან არაფერი – ესაა სააკაშვილის მიდგომა

„ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშილის განცხადებას, რომ არჩევნებზე ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში უნდა გაერთიანდეს, ეხმიანება.

 

ჩერგოლეიშვილის თქმით სააკაშვილის მიდგომაა აბსოლუტური მმართველობა ან არაფერი.

 

როგორც ჟურნალისტი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, სააკაშვილი ერთიანი სიის უტოპიური და სრულიად ბრიყვული იდეებით იმიტომ გამოდის, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა თუ გაიტანა საკუთარ პარტიაში, მერე თქვას,  ერთიანობისთვის ვიბრძოდიო.

 

,,ეს მაგრად წვალობს  – მაჟორიტარებზე კოორდინაციის ჩაშლა უნდა. როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს.

 

ანუ ან მიშას აბსოლუტური მმართველობა – ან არაფერი. ესაა სააკაშვილის მიდგომა. ხვდება რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა ძალიან დააზიანებს ისევ საპროტესტო ელექტორატში და მის ავტორიტეტს დედას უტირებს.

 

ამიტომ ერთიანი სიის უტოპიური და სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა თუ გაიტანა საკუთარ პარტიაში – მერე თქვას მე ერთიანობისთვის ვიბრძოდიო. აი სულ ესაა მისი გაქანება“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ავტორი: Prime Time

X