17:34 | 2021-09-26 ავტორი: Prime Time

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო.

 

„მელიას განცხადებას განვიხილავდით „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში მე და ვახო სანაია, როდესაც ჩოჩქოლი დაიწყო („ტვ პირველის“ არქივში აუცილებლად იქნება – მელიაზე ვსაუბრობ, რომ არ შეიძლება ისეთი მოწოდებების გაკეთება, რომლის Endgame-იც არ იცი და პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა – აქციის დისკრედიტაციისა)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X