14:21 | 2021-08-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თამარ გაბუნია ასახელებს რიცხვს, რა დროსაც ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი

თამარ გაბუნია ასახელებს რიცხვს, რა დროსაც ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა პიკის ფაზაში იმყოფება და 10 აგვისტოდან შემთხვევების კლებას ელოდებიან.

 

ამასთან, გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.3-1.4%-ის ფარგლებშია.

 

„პროგნოზი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს. სიკვდილის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ასევე ნახეთ: გახდება თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო – გაბუნიას განმარტება

 

დაგაინტერესებთ ეს ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ნახეთ ვიდეო: როცა ლაშა ტალახაძე ხარ, სხვები ემზადებიან შენ კი…

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X