
ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.
„ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი ცუდი სცენარის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს შიდა გავრცელებაზე. რა თქმა უნდა ეს ქმნის უფრო სწრაფი გავრცელების წინაპირობას.
ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რადგან სჯობს რომ რესურსის მაქსიმალური მობილიზაციით დავხვდეთ ყველა მოსალოდნელ ტალღას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა.
სულ დადასტურებულია – 879 შემთხვევა, აქტიურია – 161, გამოჯანმრთელებული- 703, გარდაიცვალა – 14.























