15:15 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

თამარ გაბუნია: Pfizer-ით ვაქცინაციისთვის, 2 საათში 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა

თამარ გაბუნია: Pfizer-ით ვაქცინაციისთვის, 2 საათში 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 2 საათის განმავლობაში Pfizer-ით ვაქცინაციის მსურველი 107 ათასი მოქალაქე დარეგისტრირდა.

 

მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის საიტი booking.moh.gov.ge, ამ ეტაპზე, შეუფერხებლად მუშაობს.

 

“პირველი 10-15 წუთის განმავლობაში დიდი ნაკადის გამო საიტის მუშაობა იყო შედარებით ნელი, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა. ამჟამად, საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ აღინიშნება.

 

დაუყოვნებლივ sms-ი, ამ შემთხვევაში, აღარ იგზავნება, sms-ს მითითებული ტელეფონის ნომერზე, ჯავშნის დადასტურებით მოქალაქე მიიღებს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

 

ორ საათში 107 ათასში მოქალაქის რეგისტრაცია მიუთითებს იმას, რომ საზოგადოების მოლოდინი და არჩევანი არის Pfizer-ის მხარეს, მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე, ასევე, AstraZeneca​-ზეც მზარდია,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ავტორი: Prime Time

X