
სწრაფ ტესტებზე მოლაპარაკებები მდიმდინარეობს როგორც სამხრეთ კორეასთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ანტიგენზე დამყარებული, 2 000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. დღეს გვექნება ექსპერტებთან შეხვედრა, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რომელ კლინიკებში გამოიყენებენ ამ ტესტებს.
ასევე, არის 4 000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს უფრო გვიან იძლევა. თუმცა, ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში.
რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებას, მიმწოდებელი სწრაფი ტესტების არის არაერთი. მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც სამხრეთ კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად, სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში“, – აცხადებს გაბუნია.
ამავე თემაზე:






















