12:50 | 2021-09-09 ავტორი: Prime Time

თამარ გაბუნია: ტესტების ჩატარების პრაქტიკა არ შეჩერებულა

თამარ გაბუნია: ტესტების ჩატარების პრაქტიკა არ შეჩერებულა

ტესტების ჩატარების პრაქტიკა არანაირად არ შეჩერებულა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„32 000 ტესტი ჩატარდა ამ დილით, იმავე მაჩვენებელზეა გაჩერებული ბოლო პერიოდის განმავლობაში. ტესტების ჩატარების პრაქტიკა არანაირად არ შეჩერებულა. რაც შეეხება, მანიპულირების მცდელობას, ეს ყველაფერი სრულიად სპეკულაციური განცხადებაა, რადგანაც ძალიან მარტივია იმის ახსნა და დადასტურება, თუ რეალურად რამდენ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ამაზე მიუთითებს დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია, ამაზე მიუთითებს ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების შემცირება.დღეს 2 000-ზე მეტი თავისუფალი საწოლია, ამდენად ჩვენ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე ვსაუბრობთ, რომელიც ვერსად ვერ დაიმალება, რაც არ უნდა მანიპულირების სურვილი ჰქონდეს რომელიმე უწყებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X