
თამარ კორძაიამ თქვა – ივანიშვილის დრო ამოიწურა. ეს არის „რესპუბლიკელების“ შეფასება, ეს არის საერთო ქართული შეფასება – ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, ამ აქციით ხელისუფლება შეზანზარდა, თუმცა ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი.
„ამოიწურა ივანიშვილის დროს. ქართველი ხელისუფლებას ეუბნება ნახვამდის – ან წადი ოპოზიციაში, ან გაგვეცალე“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
„ჩვენ ვართ ილიას მემკვიდრე ადამიანები“, – დასძინა მან.






















