
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიშო იაკობიძე დაკითხეს.
უწყებამ მიშო იაკობიძე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც ბაჩალიაშვილის „შეყვარებულმა“ ბაჩანა ლობჟანიძემ მისი სახელი და გვარი გააჟერა.
როგორც მიშო იაკობიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ნამდვილად ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს სოფელ გოლთეთსა და ხაიშის მიდმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა მისისვე თქმით საეჭვო ვერაფერი იპოვა.
„ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე და იმავე დღეს დავბრუნდი უკან.
მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო.
ბაჩანაც ასევე იყო ჩემი უნივერსიტეტელი, 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება“- ამბობს მიშო იაკობიძე.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო კონტაქტი 2020 წლის 12 ივლისს ჰქონდა, მაშინ, როცა ბაჩალიაშვილმა მას უნივერსიტეტის წარმატება მიულოცა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პარალელურად გამოჩნდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ მიშო იაკობიძეს თამარ ბაჩალეიშვილის მოსწონდა და ამის გამო დაიწყო მისი ძებნა. სწორედ ბაჩანა ლობჟანიძემ მიაწოდა შსს-ს მიშო იაკობიძის შესახებ ინფორმაცია.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.






















