12:58 | 2021-09-18 ავტორი: Prime Time

თამთა მეგრელიშვილი: კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის წევრი არ არის

თამთა მეგრელიშვილი: კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის წევრი არ არის

საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გახარიამ გუშინ დიდი ზარ-ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X