
„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაკეთდა. სააკაშვილი კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორმა თამთა მეგრელიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც დღეისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
აქვე განვმარტავთ, რომ ინფორმაცია აღმოჩნდა მცდარი, რადგან ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტში, კონფერენციაზე იმყოფებოდა, რაც თავისთავად გამორიცხავს, ამავე დღეს ჰოლანდიაში ოპერაციის ჩატარებას.
დაზუსტება: გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებმა დაადასტურეს, რომ ექსპრეზიდენტს კუჭის რეზექცია ნამდვილად გაკეთებული აქვს, თუმცა დიდი ხნით ადრე, ვიდრე საქართველოში დაბრუნდებოდა.






















