
პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია 1991 წლის 21 დეკემბრის ფოტოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით:
„ვითარება, რომელიც აქ ასახულია, თან უზომოდ ტრაგიკულია, თან საზიზღარი. 1991 წლის 21 დეკემბრის ფოტო, პროფილში სიგუა. ჩვენ მაინც ვეცადოთ, ეს დღე ვაქციოთ მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევის, დიალოგის მცდელობის, რაღაც პოლიტიკურად არსებითზე შეთანხმების დღედ“, – წერს გამსახურდია სოცქსელში.























