08:11 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

თანაგრძნობას ვუცხადებთ მეგობარი საქართველოს მოსახლეობას – თურქეთის საგარეო უწყება

თანაგრძნობას ვუცხადებთ მეგობარი საქართველოს მოსახლეობას – თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

 

„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებსა და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X