00:43 | 2020-08-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„თანაკლასელები იყვნენ… წელს დაამთავრეს სკოლა“ – ვინ არიან ბიჭები, რომლებიც განმუხურის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

„თანაკლასელები იყვნენ… წელს დაამთავრეს სკოლა“ – ვინ არიან ბიჭები, რომლებიც განმუხურის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

ანაკლია-განმუხურის ცენტრალურ გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები, სოფელ ორულუს მაცხოვრებლები იყვნენ, – ამის შესახებ მერის წარმომადგენელმა სოფელში ვალერი პერტიამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

 

„თანაკლასელები იყვნენ და წელს დაამთავრეს სკოლა ზურაბ ესართიამ, ლევან მაქაცარიამ და იაკობ ოთხოზორიამ. დიდი ტრაგედიაა სოფელში. მეოთხე, ბექა ლატარია გადარჩა“, – გვითხრა მან.

 

უბედური შემთხვევა ანაკლია-განმუხურის გზაზე - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
2020-08-04უბედური შემთხვევა ანაკლია-განმუხურის გზაზე - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

 

სამივე ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

 

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ ტიპის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

 

ადგილობრივების ცნობით, მეოთხე პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X