
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.
„მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა, უფრო დაიმედებულები ვართ. როგოროც მან თქვა, ეპიდ სიტუაცია აძლევს იმის საშულებას, რომ ეკონომიკის ყველა მიმართულება უფრო სწრაფად გაიხსნას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოიხსნება შეზღუდვები ჩვენს სექტორზეც.
იმიტომ, რომ ბრენდები, რომელსაც წარმოვადგენთ, ეს არის ესპანური, ბრიტანული ბრენდები, რომლებსაც გაცილებთ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოუწიათ ოპერირება.
შესაბამისად, ეს საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეს. მაგალითისთვის, ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს.
ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია.
პროტოკოლებით. ამიტომ, კარგი იქნებ, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას“,-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, “ზარა”, “მასიმო დუტი”, “ოიშო“, “ბერშკა“, “სტრადივარიუსი” და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.























