15:17 | 2021-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტაქსიში თამბაქოს მოწევის გამო დაჯარიმდებით – რა შემთხვევაში აეკრძალებათ მძღოლებს მოწევა საკუთარ ავტომობილშიც 

ტაქსიში თამბაქოს მოწევის გამო დაჯარიმდებით – რა შემთხვევაში აეკრძალებათ მძღოლებს მოწევა საკუთარ ავტომობილშიც 

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება იკრძალება. ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება. პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

 

ასევე, ცვლილების მიხედვით, ტაქსიში და კერძო ავტომობილებში, რომლითაც ბავშვები გადაადგილდებიან, მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება და დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან.

 

„მთელ გლდანში ასეთი სიტუაციაა“ - რა ხდება გლდანში ამ წუთებში 
2021-11-27„მთელ გლდანში ასეთი სიტუაციაა“ - რა ხდება გლდანში ამ წუთებში 

დოკუმენტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, სწორედ დეპუტატებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, აიკრძალება თუ არა ტაქსებსა და იმ ავტომობილებში მოწევა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები მგზავრობენ.

 

ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

​რატომ არის „ომიკრონი
2021-11-27​რატომ არის „ომიკრონი" უფრო საშიში, ვიდრე „დელტა" შტამი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
 
ყველაფერი ახალ საშიშ შტამზე - „ომიკრონში“ მუტაციების რაოდენობა შემზარავია
2021-11-27ყველაფერი ახალ საშიშ შტამზე - „ომიკრონში“ მუტაციების რაოდენობა შემზარავია

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X