
მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით აკრძალულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა”, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.






















