19:38 | 2020-05-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მგზავრობის ფასი არ იცვლება – წაიკითხეთ რა დაგჭირდებათ მგზავრობისას შეუფერხებლად გადაადგილებისთვის

მგზავრობის ფასი არ იცვლება – წაიკითხეთ რა დაგჭირდებათ მგზავრობისას შეუფერხებლად გადაადგილებისთვის

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ზუსტად იგივე ტარიფით აღდგება, როგორიც იყო მის გაუქმებამდე.

 

ამასობაში კი, ისევე, როგორც ყველა დაწესებულებაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მგზავრობისას მოსახლეობას გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. ამის გამო, მგზავრობა, ისევე როგორც, მაღაზიაში შესვლა პლუს პირბადის ფასით ძვირდება.

 

შეგვიძლია ეს თემა კიდევ უფრო განვავრცოთ:

 

მგზავრი ავტობუსითა და მეტროთი 50 თეთრად, ხოლო მიკროავტობუსით, 80 თეთრად გადაადგილდება. სტუდენტები ისევ შეღავათით ისარგებლებენ და 20 თეთრად იმგზავრებენ.

 

გვეუბნებიან, რომ პირბადის გამოყენება სავალდებულოა, რადგან ის გვიცავს ინფიცირებისგან.

 

წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა
2020-05-27წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა

 

მგზავრობის „გაძვირებაც“ სწორედ აქედან იწყება.

 

მოქალაქე დილით სამსახურში მიდის, იკეთებს პირბადეს, რომელიც მინიმუმ 50 თეთრი და მაქსიმუმ 1,20 ლარი ღირს. იგივე ხდება საღამოს, როდესაც ბრუნდება სახლში და მისივე ჯანმრთელობისთვის, სასურველია არა უკვე გამოყენებული, არამედ ახალი პირბადე გაიკეთოს, რაც საერთო ხარჯს ემატება და საბოლოოდ, 1 დღის მგზავრობა საშუალოდ 4 ლარი უჯდება. ეს მაშინ, როცა პანდემიამდენ 1 ლარიც საკმარისი იყო.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია – მერიამ მგზავრებს პირბადეები უნდა დაურიგოს, თუნდაც მრავალჯერადი.

 

„მერიის ფუნქცია რა არის? ყველა მეტროსადგურის ჩასასვლელში უზრუნველყოს პირბადეები მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან სოციალურად დაუცველები, მოხუცები, მათ იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ 50 თეთრი, ან თუნდაც 1,20 ლარი გადაიხადონ პირბადეში. ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აკრძალული ექნებათ.

 

მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან
2020-05-27მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან

 

ამიტომ, მერმა, თუნდაც მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება უნდა უზრუნველყოს. პირობითად, 1 კვირით, ან 10 დღით.

 

ამაში ბიუჯეტის თანხები რომ დავხარჯოთ, ნორმალური იქნება და არა გზის მორეცხვაში – გზის მორეცხვა კარგია, მაგრამ ეს კორონავირუსთან ბრძოლასთან არანაირ კავშირში არაა.

 

​10 დღის შემდეგ სტატისტიკაც გვაჩვენებს, რამდენი პირბადე დარიგდება დღეში და ყოველდღიურად კლება იქნება თუ ზრდა. ამის მიხედვით, დამატებით, კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, – ამბობს ხაბეიშვილი.

 

ნახეთ, ჩამონათვალი, რა შეზღუდვები იხსნება მომავალი ორი კვირის განამვლობაში:

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

 

მიკროავტობუსებით გადაადგილება დასაშვები ხდება

 

როდიდან ამუშავდება სასტუმროები – გახარია თარიღს ასახელებს

 

ნახეთ, როდის იხსნება რესტორნები

 

ორშაბათიდან მოლები გაიხსნება – გიორგი გახარია

 

შეზღუდვები იხსნება, თუმცა… – რის უფლება არ გვეძლევა ჯერ

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X