10:06 | 2021-04-28 ავტორი: Prime Time

ტაში! გამოვიდა გაუნათლებელი სერიული მანიაკი, მკვლელი, ტერორისტი – თამარ თორაძე

ტაში! გამოვიდა გაუნათლებელი სერიული მანიაკი, მკვლელი, ტერორისტი – თამარ თორაძე

გამოვიდა გაუნათლებელი სერიული მანიაკი, მკვლელი, ტერორისტი, – ასე ეხმაურება თამარ თორაძე გიორგი რურუას მიერ საპატიმროს დატოვებას.

 

„ტაში! გამოვიდა გაუნათლებელი სერიული მანიაკი, მკვლელი, ტერორისტი.

 

უსმინეთ, რა რომ აჩუმებენ თავისიანები…

 

ღმერთო რა ტლუა ავტომატის და ხოცვის გარდა არაფერი არ იცის!

 

ეგრევე „გაიყნოსა“ კოკაინი მახინჯმა, თუ ასეთი ავადმყოფი გახდა? მანიაკი მკვლელი! თვალებს დააკვირდით თქვე ბრუციანებო თვალებს-მეთქი!“- წერს თამარ თორაძე.

 

გავრცელბული ინფორმაციით, 1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, “მხედრიონმა” ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

 

მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

ავტორი: Prime Time

X