15:51 | 2021-03-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ტაში, ქალებო, ელისაშვილი ცეკვავს! – ბაია პატარაია

ტაში, ქალებო, ელისაშვილი ცეკვავს! – ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

“ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას” – ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე
2021-03-16“ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას” – ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

 

„ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი.  ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!“, – წერს პატარაია სოცქსელში.

 

დღეს, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

 

„როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში მის მცირეწლოვან შვილს მიმართა და წარმატება მოულოცა. ამის მოსმენით ალბათ ყველანი გულაჩუყებული ვიყავით.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X