14:26 | 2020-10-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თავდამსხმელმა 5-6 ჯერ გაისროლა… ცხედარი ისევ ადგილზეა – დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე

თავდამსხმელმა 5-6 ჯერ გაისროლა… ცხედარი ისევ ადგილზეა – დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე

დაახლოებით 30 წუთის წინ სარაჯიშვილის 69 ნომერში შუახნის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

 

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს
2020-10-23გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

 

როგორც ადგილობრივები ყვებიან მათ 5-6 გასროლის ხმა გაიგეს.

 

თვითმხილველებს, სავარაუდო დამნაშავე არ დაუნახავთ. სავარაუდო დამნაშავემ მიმდებარე ტერიტორიიდან მიმალვა მოასწრო.

 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ, ცხედარი ჯერჯერობით პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.

 

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილიდან ლაივ ჩართვას შემოთგავაზებთ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X